www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სასტუმრო 1700
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

სასტუმრო "1700" მდებარეობს ბაკურიანში, ამჟამად სასტუმროს განკარგულებაშია ორი კორპუსი 44 სუფთა და მყუდრო ოთახი, სასტუმრო გამოირჩევა ახალი, ელეგანტური ინტერიერით და კვალიფიციური თანამშრომლების მომსახურებით.

სასტუმრო "1700" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

** დიასახლისების სამუშაო გრაფიკის შედგენა და შესრულების კონტროლი
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირება
** შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების და ნორმების კონტროლი
** სასტუმროს ძირითადი საშუალებების მოვლა და შენარჩუნება
** სტუმრის პირადი ნივთების მოფრთხილება
** დაკარგული ნაპოვნი ნივთების და პროცედურის კონტროლი
** დასუფთავების ყოველდღიური რუტინის სქემის შექმნა და შესრულება
** დასუფთავების პროექტების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი
** ოთახების სტატუსების პირადი კონტროლი
** მინი ბარის პროდუქციის კონტროლი
** ინვენტარიზაციის (აღწერების) პროცედურების დადგენილ ვადებში განხორციელება
** მარაგების კონტროლი და საჭირო დამხმარე საშუალებების შეკვეთების მომზადება
** სასტუმროს ოთახების, საზოგადოებრივი და სამუშაო ტერიტორიის დალაგება-დასუფთავების წესების ცოდნა
** ქიმიკატების და დასუფთავების საშუალებების უსაფრთხოდ და ჯეროვნად მოხმარების წესების ფლობა
** მიღება განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა
** სასტუმროს გენერალური მენეჯერის დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საჭირო კომპიუტერული პროგრამები: მაიკროსოფტ ოფისი, სასტუმროს საოპერაციო სისტემები

პერსონალური უნარ-ჩვევები:

** პერსონალის მართვის უნარი,
** კომუნიკაბელურობა,
** რესურსების ეფექტური გამოყენება,
** შედეგზე ორიენტირებულობა,
** პასუხისმგებლობის მქონე,
** ორგანიზებული,
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი,
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: 1700hotel@gmail.com გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |