www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** დაქვემდებარება: ადმინისტრაციული სამსახური, გაყიდვების განყოფილება, საოპერაციო განყოფილება, სამეურნეო სამსახური

ფუნქცია-მოვალეობები:

ორგანიზაციის ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა/განვითარება

** ადმინისტრაციული მიმართულების სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქმიანობის შედეგების ანალიზი;
** კომპანიის ადმინისტრაციული პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია;
** კომპანიის ადმინისტრაციული საქმისწარმოების მართვა;
** სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული კომუნიკაციისა და სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა;
** კომპანიის შიდა ბრძანებების, ინსტრუქციების, პროცედურების შემუშავება და შესრულების პროცესის მონიტორინგი;

მარკეტინგისა და საკომუნიკაციო აქტივობების მართვა

** კომპანიის მარკეტინგული საკომუნიკაციო პოლიტიკის სწორად წარმართვის ზედამხედველობა;
** კომპანიის, როგორც ბრენდის, სწორი პოზიციონირების მხარდაჭერა;
** კომპანიის ვებ.გვერდისა და სოციალური მედია პლატფორმებზე განთავსებული ინფორმაციის მონიტორინგი;
** კომპანიაში არსებული სიახლეების, ღონისძიებების, მარკეტინგული აქტივობების მედიაში სწორი გაშუქება და მუდმივი კონტროლი (მედია მონიტორინგი);

ადამიანური რესურსების პოლიტიკის შემუშავება და HR პროცესების მართვა

** კომპანიის HR სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების პროცესის მართვა;
** ორგანიზაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
** კომპანიის ორგანიზაციული ანალიზი, სამუშაო აღწერების შემუშავება და მუდმივი განახლება;
** თანამშრომელთა მოზიდვისა და შერჩევის პროცესის ეფექტურად მართვა
** თანამშრომელთა განვითარებაზე, მოტივაციასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა

თანამშრომლების მართვა

** კომპანიის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით, თანამშრომლებისთვის ამოცანების დასახვა და შესრულების პროცესის კოორდინაცია;
** საქმიანობის შესრულების პროცესში, თანამშრომელთა მხარდაჭერა და ზედამხედველობა - რეკომენდაციებისა და რჩევების მიცემა;
** განაწილებული საქმიანობის დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;

სამუშაო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;

კომპეტენციები:

** გუნდის მართვა;
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** პრობლემების ანალიზი და გადაჭრა;
** პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |