www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელეფონო კვლევების სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

"თეგეტას" გუნდში სატელეფონო კვლევების სპეციალისტს ვეძებთ.

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. "თეგეტას" მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

გვჭირდება სატელეფონო კვლევების სპეციალისტი:

** რომელიც არის სტუდენტი, ან ბაკალავრი
** რომელსაც აქვს კარგი ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** რომელსაც აქვს არგუმენტაციის კარგი უნარი
** რომელიც ფლობს ქართულ, ინგლისურ ან/და რუსულ ენებს

რას აკეთებს სატელეფონო კვლევების სპეციალისტი?

** გამავალი ზარის მეშვეობით, უკავშირდება კომპანიის მომხმარებლებს კვლევის ჩატარების მიზნით
** ატარებს სატელეფონო გამოკითხვებსა და ინტერვიუებს
** ახდენს ღია კითხვარში დაფიქსირებული კომენტარების კოდირებას
** შესაბამის პროგრამაში ასახავს კვლევის შედეგად მიღებულ ინფორმაციას

სასურველია: მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებას.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=482

იმედია მალე შევხვდებით,

საუკეთესო სურვილებით, "თეგეტა"



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |