www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება - ელექტრო-მექანიკოსი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

თუ გსურს მიიღო პრაქტიკული გამოცდილება ტექნიკურ დეპარტამენტში, ხარ ხელმარჯვე, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობიანი. მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა. დაიწყე სტაჟირება "2 ნაბიჯში" ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე.

სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებ საქმიანობა გააგრძელო ჩვენთან ტექნიკურ დეპარტამენტში.

სტაჟირების გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: 800-1000 ლარი
სამუშაო ადგილი: თბილისი

რას გთავაზობთ:

** ცოდნის გაზიარებას;
** პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** დასაქმების შესაძლებლობას.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი (საწვავის უზრუნველყოფა ხდება კომპანიის მიერ).

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 591452942. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |