www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაცემთა ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ს მოტორსი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

"SMOTORS"-ი აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის (დამწყები) პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
მისამართი: თბილისი, მ.გახოკიძის 4

კომპანია "SMOTORS"-ი 2001 წლიდან ახორციელებს საქართველოს ბაზრის მომარაგებას მაღალი ხარისხის ავტონაწილებით.

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

ძირითადი მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზების შესწავლა;
** მონაცემთა ბაზების გაერთიანება, სტრუქტურის ფორმირება;
** რეპორტების მომზადება, ავტომატიზაცია, დახვეწა და ვიზუალიზაცია.
** პროგრამიდან სხვადასხვა ტიპის მონაცემების ამოღება, დამუშავება, ანალიტიკური რეპორტის მომზადება მენეჯმენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
** გაყიდვების გეგმის ფორმირება კატეგორიებად, ბრენდებად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** Fina პროგრამასთან მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია რუსული ენის ცოდნა
** სასურველია უმაღლესი პროფესიული განათლება მათემატიკის, ბიზნესის ადმინისტრირების განხრით

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@smotors.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

SMOTORS-ში ("სმოტორს") თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები SMOTORS - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |