www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული ელჩი
მომწოდებელი: ოუფენ ნეტი
თანდართული ფაილი: 18824_opennet_samtredia_docx_7232619.zip
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 6 დეკემბერი

ა (ა)იპ "ოუფენ ნეტი" ახორციელებს საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამას, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილების საფუძველზე.

მსოფლიო ბანკმა, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი "Log in Georgia", რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას.

"Log in Georgia"-ს პროექტის ფარგლებში, სოფლად დასახლებულ პუნქტებში მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის გაუმჯობესებასთან ერთად, ციფრული სერვისების გამოყენებისა და ციფრული ინკლუზიის ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება ციფრული მხარდაჭერის პროგრამა (შემდგომში პროგრამა). პროგრამა ხელს შეუწყობს გაუმჯობესებული ინტერნეტკავშირის გამოყენების რაოდენობის ზრდას, როგორიცაა დისტანციური სწავლება, სახელმწიფო ელექტრონული სერვისები, ტელემედიცინა, ციფრული ფინანსური მომსახურება, ელექტრონული კომერცია და სხვა.

ამ ღონისძიებების ფარგლებში ცხადდება ვაკანსია პოზიციაზე: ციფრული ელჩი.

ციფრული ელჩი პროექტის სამიზნე არეალში წარმოდგენილია ადგილზე, და უზრუნველყოფს მოქალაქეთა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობას ადგილობრივ დონეზე, განსაზღვრავს დასახლებების სპეციფიკურ საჭიროებებს და ეხმარება აღნიშნული პროგრამის განხორციელებას ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მეშვეობით.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს ინტერნეტისა და ციფრული სერვისების გამოყენების გაზრდას ქალებში, ისეთ შინამეურნეობებში, რომელთა სათავეში ქალები იმყოფებიან, ეთნიკურ და სოციალურ უმცირესობებსა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებში. ციფრული ელჩები ხელს შეუწყობენ აღნიშნულ სამიზნე ჯგუფებთან თანამშრომლობას ადგილობრივ დონეზე, უზრუნველყოფენ თემების მობილიზაციას, რათა გაიზარდოს ქალთა მხარდაჭერა ტექნოლოგიისა და ციფრული სერვისების გამოყენებისთვის.

მონაწილეობისა და მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, აღნიშნული აქტივობები განხორციელდება ადგილობრივად. ციფრული ელჩის დავალების მიზანია პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების მართვა პროექტის სამიზნე დასახლებულ პუნქტებში ჩოხატაურის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში.

პოზიციის შესახებ დეტალური აღწერა იხილეთ თანდართულ ფაილში.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 6 დეკემბერი.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: procurement@opennet.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |