www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: გალფ აკვამარინი და ჯინო პერედაისი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

სასტუმრო "გალფ აკვამარინი და ჯინო პერედაისი" - ელეგანტური 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 218 ფართო აპარტამენტის სტილის ოთახს, რესტორნებს, ბარებს და სათათბირო ოთახებს, უკვე მასპინძლობს საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმრებს და განკუთვნილია დასასვენებლად, საქმიანი და ოჯახური მოგზაურებისთვის.

სასტუმრო "აკვამარინ თბილისი" მდებარეობს "ჯინო აკავაპარკის" მიმდებარედ და გადაჰყურებს თბილისის წყალსაცავს. დასასვენებელი ობიექტების ფართო არჩევანის გარდა, სტუმრებს, ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო "ველნეს" ზონით და წყლის სპორტის სხვადასხვა აქტივობებით აკვა პარკში.

გსურთ ახლად გახსნილ სასტუმროში გამოცდილების შეძენა და თანამშრომლობა მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდთან ერთად? გთხოვთ იხილოთ ჩვენი ვაკანსია:

პოზიცია: მზარეული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულის/ინგრედიენტების წინასწარ გამზადება
** სამზარეულოში წესრიგისა და სანიტარული ნორმების დაცვა
** "ალა კარტ" შეკვეთების მომზადება
** შეფ დე პარტისგან შეკვეთის დავალების მიღება მომზადება, რეცეპტის მიხედვით და შეკვეთის საბოლოო სტანდარტული სახით გაშვება
** აკვირდება და სინჯავს საკვებს და კერძებს მომზადების პროცესში
** საკვების მომზადების და კერძის გაშვების ტემპერატურის კონტროლი
** სუფთა და მოწესრიგებული აქვს თავისი სამუშაო ადგილი
** ეხმარება შეფ დე პარტის მისი მოვალეობების შესრულებაში საჭიროებისამებრ
** კარგად იცის და იცავს მენიუს სტანდარტებს კერძები მომზადებისას
** სწორად და წესების დაცვით იყენებს სამუშაო მოწყობილობებს და უფრთხილდება მათ
** გამოიყურება სტანდარტების შესაბამისად
** ზედმიწევნით იცავს ჰიგიენის და სანიტარულ წესებს
** იცავს შრომის უსაფრთხოების წესებს

კვალიფიკაცია: მინიმუმ 2 წლიანი შესაბამისი გამოცდილება

საჭირო პიროვნული უნარები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის უნარი

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: leilaa@gulfaquamarinehotel.com. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |