www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: რედკო
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

"რედკო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: გუდაური

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, გაცილება;
** სტუმრებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** ჯავშნების ჩაბარება და პროგრამაში შეყვანა;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
** მენეჯმენტისგან მიღებული დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 3 (სამი) წელი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** მოწესრიგებული, პასუხისმგებლობის უნარის მქონე, ორგანიზებული, დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** დატვირთულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია: კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს სამჯერადი კვებით და საცხოვრებლით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@redco.ge.
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |