www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარჯების კონტროლერი
მომწოდებელი: ბაზარი ორბელიანზე
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

ბაზარი ორბელიანზე აცხადებს ვაკანსიას ფინანსების დეპარტამენტში ხარჯების კონტროლერის თანამდებობაზე.

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?

ბაზარი ორბელიანზე არის უნიკალური ადგილი საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ეს არის ახალი სივრცე, რომელიც გულისხმობს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის აღდგენის ახალ კონცეფციას.

ბაზარი ორბელიანზე თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზრისა და კვების ჰოლის ინტეგრაციაა. ეს არ არის ტრადიციული სურსათის მაღაზია ან სუპერმარკეტი. აქ აგრარულ პროდუქტებთან ერთად გაერთიანებულია 35 სხვადასხვა მიმართულების რესტორანი - როგორც ქართული რეგიონული, ასევე მსოფლიო წამყვანი სამზარეულოები. პროექტი განთავსებულია სამ სართულზე და მისი ფართობი შეადგენს 10, 000 კვ.მ.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვეკუას 3ა
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტების მიერ გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულებების კალკულაციების შეყვანა პროგრამაში
** მზა პროდუქციებზე ფასების მინიჭება, პროგრამაში ასახვა;
** არსებული ნაშთების და გახარჯული ინგრედიენტების შესაბამისობა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებთან;
** ინვენტარიზაციებში მონაწილეობის მიღება და შედეგების ანგარიშის წარდგენა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი მსგავს პოზიციაზე, კვების ინდუსტრიის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** Iiko, 1C, Materials control, - მსგავს პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** ბუღალტერიის საბაზისო ცოდნა;
** Excel-ის საბაზისო ცოდნა;
** ERP-სისტემებთან მუშაობის გამოცდილება და მონაცემების დამუშავების უნარი

უნარ-ჩვევები:

** ენერგიული
** დეტალებზე ორიენტირებული
** ცვალებად გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ/ინგლისურ ენებზე: hr@bazari.ge ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ, საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (ხარჯების კონტროლერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 16 დეკემბერი.

გაითვალისწინეთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ბაზარი ორბელიანზე არის თანაბარი შესაძლებლობები დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს მრავალფეროვანი სამუშაო ძალის დაქირავებასა და ინკლუზიური კულტურის შენარჩუნებას მის სივრცეში, ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის, ვეტერანთა სტატუსის ან ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული სხვა უმცირესობების შერჩევის პროცესში.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |