www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიღება-განთავსების დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო 1700
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

სასტუმრო "1700", რომელიც მდებარეობს ბაკურიანში, ამჟამად სასტუმროს განკარგულებაშია ორი კორპუსი 44 სუფთა და მყუდრო ოთახი, სასტუმრო გამოირჩევა ახალი, ელეგანტური ინტერიერით და კვალიფიციური თანამშრომლების მომსახურებით.

სასტუმრო "1700" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტის მენეჯერის (FO Manager) პოზიციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

** სასტუმროში მიღება-განთავსების დეპარტამენტის მართვა
** ჯავშნის სისტემაში და ჯავშნის სხვა პლატფორმებზე, ოთახების ხელმისაწვდომობის, სტატუსის, ჯავშნის პირობებისა და ტარიფების საფუძვლიანი ცოდნა და მონიტორინგი
** სასტუმროს ჯავშნის სისტემაში ოთახის ჯავშნის დეტალების, ცვლილებების, სტუმრის ინფორმაციის, მოთხოვნებისა და ფინანსური ოპერაციების სიზუსტით ასახვის უზრუნველყოფა
** სასტუმროს ყველა საოპერაციო პროცედურის საფუძვლიანი ცოდნა და სხვა განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობა
** სასტუმროში არსებული სერვისების შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება და სტუმრებთან აქტიური კომუნიკაცია
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და მომსახურების მაღალი სტანდარტით
** დეპარტამენტის ყოველთვიური სამუშაო გრაფიკის შემუშავება
** მიღება-განთავსების განყოფილების თანამშრომლების სწავლება და გადამზადება
** ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული აუდიტის წარმოება და რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა
** საოფისე პროგრამების ფლობა
** გუნდური მუშაობისა უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: 1700hotel@gmail.com გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |