www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით.

პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ანაზღაურება: 700 ლარი+ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები

** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
** პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა
** კლიენტების მოძიება და მათთან კომერციული ურთიერთობის აწყობა;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთის ფორმირება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადების შემუშავება;
** ​კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება;
** შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე დროულად მიწოდების კონტროლი.
** სავაჭრო ობიექტებში არსებული სხვადასხვა პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოწოდება.
** ყოველდღიური გაყიდვების დაგეგმვა, განხორციელება, კონტროლი
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

სხვა მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია რუსულის ან/და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** მინიმუმ 1 წლიან მსუბუქი ავტომობილის მართვის გამოცდილება
** სასურველია პირადი ავტომობილის ფლობა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** ინიციატივიანობა,
** დისციპლინა;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და მიუთითეთ ვაკანსია - "პრისეილერი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს " ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |