www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო 1700
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

სასტუმრო "1700" მდებარეობს ბაკურიანში, ამჟამად სასტუმროს განკარგულებაშია ორი კორპუსი 44 სუფთა და მყუდრო ოთახი, სასტუმრო გამოირჩევა ახალი, ელეგანტური ინტერიერით და კვალიფიციური თანამშრომლების მომსახურებით.

სასტუმრო "1700" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ფუნქცია - მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სტუმრების სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტულია);
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს
** კვებით უზრუნველყოფას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას ზრდისა და განვითარებისათვის;
** ანაზღაურება: 800 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: 1700hotel@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |