www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: ვიონი საქართველო
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი კომპანია "ვიონი საქართველო", საქართველოს ბაზარზე "ბილაინის" ბრენდით 2007 წლიდან ოპერირებს. "ვიონი საქართველო" სრულად ქართული კომპანიაა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილებითა და გლობალური ტელეკომ ინდუსტრიის საუკეთესო სტანდარტებზე დაფუძნებული ბიზნეს პროცესებით. კომპანია სადღეისოდ ემსახურება 1.4 მლნ მომხმარებელს, უზრუნველყოფს რა მათ, 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz უსადენო კავშირით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი: https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

"ვიონი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში.

ვაკანსია არის დროებითი - გულისხმობს 6-9 თვით დასაქმებას, თანამშრომლების დეკრეტული შვებულების დროს შეცვლის მიზნით.

ძირითადი მოვალეობები:

** ბილაინის მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა
** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა და შეთავაზება
** კომპანიის პროდუქტების გაყიდვა მიზნების და გეგმის შესაბამისად
** გაყიდვების მხარდამჭერ სისტემებში მუშაობა
** სალაროს ოპერაციების შესრულება

თუ შენ:

** გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ სტუდენტი
** სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას და ასევე სასაუბრო დონეზე იცი ინგლისური და რუსული ენები
** სასურველია გქონდეს გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** შეგიძლია MS Office პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint) მუშაობა
** ხარ ორგანიზებული და შრომისმოყვარე
** გიყვარს კომუნიკაცია და მომხმარებლებთან ურთიერთობა
** შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება
** გაქვს ანგარიშგების მომზადებისა და საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი

და გსურს დინამიკურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა, გამოგვიგზავნე რეზიუმე 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

იყო "ვიონი საქართველოს" თანამშრომელი, ნიშნავს იმუშაო ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვითა და ერთგულებით კომპანიის ღირებულებებისა და ქცევის კოდექსის მიმართ; მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.
ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორობაზე ორიენტირებული და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.

პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, მიუკერძოებლად და გახსნილად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |