www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: Arkas Logistics
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია "Arkas Logistics"საქართველოს ფილიალისთვის აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანია "Arkas Logistics"-ი, რომელიც 1989 წლიდან საქმიანობს აღნიშნულ სფეროში, ეძებს კვალიფიციურ და მოტივირებულ კანდიდატს საქართველოს ოფისის გუნდის გასაძლიერებლად. თუ ხართ მზად, რომ შემოუერთდეთ წარმატებულ და დიდ გუნდს, რომელიც მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მაშინ ეს თქვენი შანსია!

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ გვერდზე: Arkas Logistics - https://www.arkaslojistik.com.tr/en-US
Arkas Holding - http://www.arkas.com.tr/en/arkas_holding.html

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი), 9:00-18:00სთ

სამუშაოს ზოგადი აღწერა:

** ბაზრის კვლევა და კლიენტების იდენტიფიცირება;
** შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება და მართვა;
** კლიენტებთან და პარტნიორ სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია;
** შემოსული შეკითხვების დამუშავება, ფასთა კოტირება და კონკურენტული შეთავაზებების მომზადება;
** შეკვეთების მიღება/გაფორმება;
** გადაზიდვების დაგეგმვა/ორგანიზება და კონტროლი;
** პრობლემური სიტუაციების შემთხვევაში ოპერატიული ჩართულობა და ადეკვატური რეაგირება;
** გადაზიდვების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ სტატუსების მომზადება;
** კლიენტების პორტფელის ზრდა;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** შედეგზე ორიენტირება და ყოველდღიური დავალებების შესრულება.

კანდიდატურის განსახილველად აუცილებელი მოთხოვნები:

** გაყიდვების ან გადაზიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** სასურველია და უპირატესობად ჩაითვლება გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება საექსპედიტორო/ფორვარდერ ან გადამზიდავ კომპანიაში;

სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS office პროგრამების ცოდნა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი СV ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr.tbilisi@outlook.com გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |