www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ახალგაზრდა აგრონომი
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

კომპანია "ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს ამჟამად 7 ქსელურ აგრომაღაზიასა, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში და გეგმავს 14-მდე გაზარდოს აგრო მაღაზიათა რიცხვი.
ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში.

გვიხილეთ:

** Facebook-ზე: https://www.facebook.com/Baraka.Georgia
** Youtube-ზე: https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
** ვებ-გვერდზე: https://www.baraka.ge

ბარაქა გთავაზობთ:

ვეძებთ ახალგაზრდა აგრონომებს, რომლებიც აქტიურად ჩართული იქნებიან აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. კანდიდატს უნდა ჰქონდეს სურვილი სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში განვითარების, მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე მივესალმებით კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევების, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მქონე კანდიდატებს . ასევე უნდა ჰქონდეს სასოფლო -სამეურნეო უმაღლესი განათლება ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ჰქონდეს სიახლეების შემეცნების კარგი უნარ-ჩვევები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სასურველია ფლობდეს ინგლისურ ენას.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტრენინგები: რეგულარული თეორიული და პრაქტიკულად აგრონომიული საქმის შესწავლა საფერმერო მეურნეობებში, ასევე ჩვენი პროდუქტის შესახებ. ტრენინგებს ჩაატარებენ ჩვენი თანამშრომლები და მოწვეული უცხოელი დარგის სპეციალისტები. ტრენინგები ჩატარდება ჩვენს ოფისში და ადგილზე რეგიონში.

ბენეფიტები:

** დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს.
** მიმზიდველი ანაზღაურება: 500 ლარი (NET) პირველი 6 თვე გამოსაცდელი ვადის დროს, შემდგომ მზარდი შემოსავალი 1200-დან 3000 ლარამდე და მეტიც.
** კორპორაციული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო ადგილი: საქართველოს რეგიონები, ფერმერთა მომსახურების ცენტრების მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე, 10-დან 18 საათამდე, შაბათი-კვირა დასვენების დღეებია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტო სურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: recruiting@baraka.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ახალგაზრდა აგრონომი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |