www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ჯენიო
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

სასტუმრო "ჯენიო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სასტუმროს მდებარეობს ვაკეში.

მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება, განთავსება, გასტუმრება
** ოთახების დაჯავშნა და მომხმარებლისთვის ფასების და სპეციალური ფასდაკლებების გაცნობა
** სატელეფონო ზარებზე და ელ. ფოსტაზე პასუხი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება
** სასტუმროს და ოთახების სტატუსის მუდმივი კონტროლი.

მოთხოვნები:

** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელური, ყურადღებიანი, ორგანიზებული და თავაზიანი.

ხელფასი: 600 ლარი (ხელზე ასაღები).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@genio.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |