www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო 1700
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

სასტუმრო "1700" მდებარეობს ბაკურიანში, ამჟამად სასტუმროს განკარგულებაშია ორი კორპუსი 44 სუფთა და მყუდრო ოთახი, სასტუმრო გამოირჩევა ახალი, ელეგანტური ინტერიერით და კვალიფიციური თანამშრომლების მომსახურებით.

სასტუმრო "1700" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მიესალმოს და მოემსახუროს სტუმრებს სწრაფად და თავაზიანად, კვებისა და სასმელების მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** პასუხისმგებელია აკონტროლოს საუზმეზე ამოსული სტუმრების სია. შეინარჩუნოს საუზმის სივრცე სუფთა და ორგანიზებულ მდგომარეობაში ნებისმიერ დროს;
** საუზმის და სამხრის მენიუს საფუძვლიანი ცოდნა, რომ შეძლოს სტუმრებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** სწორად იურთიერთოს სტუმართან;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს
** კვებით უზრუნველყოფას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი
** სამუშაო გრაფიკი საუზმის: 07:30 - 14:30
** სამუშაო გრაფიკი ვახშამი: 14:30 - 21:30

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: 1700hotel@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 598490649.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |