www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

აგრო-კომპანია "ბარაქა" რომელიც ოპერირებს საქართველოში და ლიდერია მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალების, ბიო პრეპარატების, საზომი ხელსაწყოებისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტში, აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

გვიხილეთ:

** Facebook-ზე: https://www.facebook.com/Baraka.Georgia
** Youtube-ზე: https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
** ან ვებ-გვერდზე: https://www.baraka.ge

დასაქმებულს ვთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს;
** პროფესიულ განვითარებას და ზრდის პერსპექტივას.
** სახელფასო განაკვეთია 2500 ლარი-დან 3000 ლარამდე (NET) გამოცდილების შესაბამისად.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, ალექსიძის 13.
** განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10-დან 18 საათამდე.
** შაბათი და კვირა დასვენების დღეებია.
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტერიის გუნდის მართვის გამოცდილება ;
** ძირითადი საშუალებების რეესტრის პროგრამული წარმოება და კონტროლი;
** შესყიდვის ოპერაციების აღრიცხვა, მათ შორის იმპორტის;
** დებიტორული და კრედიტორული ნაშთების მონიტორინგი, შედარების აქტების უზრუნველყოფა;
** გაყიდვებია ოპერაციების ბუღალტრული ასახვა და მონიტორინგი;
** მარკეტინგული და სხვა მომსახურებების კალკულაცია და ბუღალტრული ასახვა;
** პირველადი დოკუმენტების დამუშავება და ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა, ბუღალტრულ პროგრამა FINA -ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ;
** სხვა საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე დისციპლინაში
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, და განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: recruiting@baraka.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |