www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერების მენეჯერი
მომწოდებელი: ინფრაკონ
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

კომპანია "ინფრაკონი" აცხადებს ვაკანსიას ტენდერების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროფილის შესაბამისი ტენდერების მოძიება; შეფასება და დამუშავება;
** სატენდერო განხილვებისა და ვადების კონტროლი;
** ტენდერების საინფორმაციო ბაზის წარმოება;
** ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება სამომავლო ბიზნეს ურთიერთობებზე;
** სატენდერო წინადადების წარსადგენად საჭირო ისეთი დოკუმენტაციის მომზადება, როგორიცაა :
** მოცულობათა უწყისის (ხარჯთაღრიცხვის) წინასწარ შემუშავებული ფორმების დამუშავება;
** მოცულობათა უწყისის (ხარჯთაღრიცხვის) თანახმად განსაზღვრული მასალების მომწოდებლებისა და კონკურენტული ფასების მოძიება;
** გეგმა-გრაფიკების მომზადება სატენდერო პირობების შესაბამისად;
** სხვა, სატენდერო პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სისრულეში მოყვანა და ხელშეკრულების გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რამდენიმე საქმის ერთდროულად წარმოების უნარი;
** მაღალი კომუნიკაბელურობა და მოქნილობა
** სხარტი აზროვნება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა და სწრაფად მუშაობის უნარი
** წერილობითი და ზეპირი რეპორტების მომზადება ხელმძღვანელისთვის;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: jobs.infracon@gmail.com

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |