www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ITCS
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

"ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურება" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისი.

კომპანია 15 წელზე მეტია ოპერირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე და დამკვეთებს სხვადასხვა პროფილის ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები წარმოადგენენ.

ორგანიზაციის რეკრუტინგის ეტაპების თანახმად, შერჩეული კანდიდატი პირველ ეტაპზე აუცილებლად ფორმდება ანაზღაურებადი საგამოცდო ვადით (არაუმეტეს 6 თვე). საგამოცდო ვადის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თანამშრომელი ისარგებლებს საწყისი ბენეფიტების პაკეტით, როგორიცაა: სატრანსპორტო ხარჯის ანაზღაურება, დაზღვევა, კორპორაციული ნომერი.

ძირითადი სამუშაო აღწერილობა:

** ტექნიკური დავალებების პორტალზე გაწერილი მოგვარების ვადების კონტროლი
** სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი რეაგირება
** საკურიერო და საფოსტო კომპანიებთან ურთიერთობა, წერილების/პროდუქციის/საბუთების მიღება გაგზავნა
** დამკვეთებთან კომუნიკაცია და სტატუსების გაცვლა მათ მიერ დაფიქსირებულ ტექნიკურ ინციდენტებზე
** ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან

მინიმალური მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

აუცილებელი უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@itcs.com.ge და "subject"-ის ველში მიუთითოთ განცხადების სახელი: "ოპერატორი ". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, და მათ შორის შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას არაუმეტეს 1 წლისა.

დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს! წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |