www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების კონსულტანტი
მომწოდებელი: ავერსი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 დეკემბერი

კომპანია ავერსი აცხადებს ვაკანსიას კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კოსმეტიკური პროდუქციის რეალიზაცია;
** მომხმარებელთა კონსულტირება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება, მერჩენდაიზინგის პრინციპების გათვალისწინებით;
** პროდუქციის აღწერაში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში (პარაფარმაცია, კოსმეტიკური და მოვლის საშუალებები, ბავშვთა კვება)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** კომუნიკაბელურობა, გამართული მეტყველება, პრეზენტაციის უნარი
** პუნქტუალურობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (ან სასურველია შეავსოთ ჩვენი სააპლიკაციო ფორმა http://www.aversi.ge/online.php) ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30.12.2022 წელი.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |