www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამხმარე მუშა
მომწოდებელი: APM Terminals
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

"APM Terminals Poti" (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) წარმოადგენს უდიდეს მრავალმიზნობრივ ნავსადგურს საქართველოში, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის ტვირთის და კონტეინერის გადამუშავებას. ასევე, აღნიშნულ გადამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის საზღვაო მომსახურების გაწევას. ძირითადად ის ემსახურება, როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის ბაზრებს.

ამ ეტაპზე ვეძებთ კანდიდატს მოქნილ სამუშაო ჯგუფში დამხმარე მუშის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ., N38

რას გთავაზობთ ჩვენ:

** საინტერესო გამოწვევებს და ნავსადგურის ოპერაციების სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას;
** სწავლების, განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს;
** თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ გარემოს;
** სამუშაოს და დასვენების ბალანსს;
** მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პრინციპსა და კორპორატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას, დინამიურ, საერთაშორისო გარემოში;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნავსადგურის ტერიტორიის გაწმენდა საწარმოო და სხვა სახის ნარჩენებისაგან;
** სანიაღვრე-საკანალიზაციო არხების და ჭების გაწმენდა;
** ნავსადგურის ტერიტორიაზე სარეველა ბალახების წინააღმდეგ ბრძოლა და მწვანე ნარგავების მოვლა;
** გემებიდან სანიტარულ-საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოხსნა-გატანა;
** ნავსადგურის ტერიტორიაზე საოფისე და სხვა ინვენტარის გადაადგილება;
** ნავსადგურის გამშვები პუნქტების და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.

ვის ვეძებთ ჩვენ:

** სასურველია, ბალახის სათიბის, მცენარეების შესაწამლი აპარატის მოხმარების ცოდნა;
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

განათლება: საშუალო ან პროფესიული განათლება;

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოქნილი გრაფიკით მუშაობის უნარი/სურვილი;
** კომპანიის ინტერესებისა და ღირებულებების შესაბამისად მოქმედების უნარი/სურვილი;
** დინამიურ სამუშაო გარემოში, ერთდროულად რამდენიმე დავალებასთან და ცვალებად პრიორიტეტებთან გამკლავების უნარი;
** კოლეგიალურობა და როგორც გუნდურ გარემოში, ასევე, ინდივიდუალურად მუშაობის უნარი/სურვილი.

თუკი დაინტერესდით ზემოთ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - careerpoti@apmterminals.com ან მოგვაწოდოთ ნავსადგურის ადამიანური რესურსების დეპარტამენტში, მისამართზე - ქ. ფოთი, აღმაშენებლის 38.

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.apmterminals.com

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება და დამატებით შეგროვდება შერჩევის პროცესის ფარგლებში, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ზოგადად ან აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |