www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში:

** ერთი პროფესორის თანამდებობა აკადემიური ნიშნით-საერთაშორისო სამართლის მიმართულებით;
** ერთი ასოცირებული პროფესორის თანამდებობა აკადემიური ნიშნით-საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით;
** ერთი ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა აკადემიური ნიშნით-ბავშვთა უფლებების მიმართულებით.

მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში: ერთი ასოცირებული პროფესორის თანამდებობა პროფესიული ნიშნით - ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის მიმართულებით.

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

კანდიდატი პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
** შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან მათი თანაავტორობა;
** შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;

კანდიდატი ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
** შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;

კანდიდატი ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
** შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება

კანდიდატი ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება - განსახორციელებელი კურსის მიმართულებით დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება;
** შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში. ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმული: https://www.eu.edu.ge/ge/laweducationbusinesstechnologykonkursi);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
** პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
** საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში) (აკადემიური ნიშნით საკონკურსო განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში);
** დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (პროფესიული ნიშნით საკონკურსო განაცხადის წარმოდგენის შემთხევაში);
** შესაბამისი სილაბუსები (ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია);
** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა".

კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის "პერსონალის შერჩევის წესის" შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

** პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
** მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:

** კონკურსი გამოცხადებულია 2022 წლის 16 ნოემბრიდან;
** აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 17 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით;
** კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2022 წლის 23 დეკემბერს;
** კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2022 წლის 29 დეკემბერს;
** კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბერს;
** კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2023 წლის 03 იანვრიდან 05 იანვრის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის:

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76. info@eu.du.ge; ტელ.: 032 2 000 171



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |