www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: აი დი ეს ბორჯომი თბილისი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

შპს "აიდიეს ბორჯომი თბილისი" არის საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: "ბორჯომი", "ლიკანი" და "ბაკურიანი".

გაყიდვების დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ.თბილისში.

ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.# 14
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი; 40 საათი კვირაში - ცვლადი გრაფიკით
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გამომუშავებით + ყოველთვიური გეგმა.
ანაზღაურება: 1800-2300 ლარი 100% -120% შესრულების შემთხვევაში.

სავალდებულოა უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

რისი გაკეთება მოგიწევთ:

** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
** გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა.

საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:

** სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება
** მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა.
** "MS Windows"-ის სტანდარტული პაკეტის ფლობა;
** კომუნიკაბელურობა;

დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენ გთავაზობთ:

** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
** სამართლიან, გამჭვირვალე შეფასების სისტემას
** კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
** საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას

როგორ დაგვიკავშირდეთ:

ელფოსტით: tbs.work@ids-borjomi.com (სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სავაჭრო წარმომადგენელი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

შერჩევის ეტაპები: შეხვედრა ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: https://www.ids-borjomi.ge/

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |