www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო კომპლექსი სევსამორა
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

სასტუმრო კომპლექსი "სევსამორა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მდებარეობა: დაბა საგურამო
სამუშაო პირობები: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე. კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და ტრანსპორტირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, მომსახურება და გაცილება სერვისის უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით;
** სხვა შესაბამისი მოვალეობები.

პროფესიული მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა.

პერსონალური მოთხოვნები:

** პრეზენტაბელური გარეგნობა;
** მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებული, მოტივირებული;
** ენერგიული, გუნდური მუშაობის სულისკვეთებითა და გულწრფელი ღიმილით.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: hr@sevsamora.ge ან დარეკოთ ნომერზე + 995 514 791 313.
გთხოვთ, რეზიუმეს გაგზავნისას სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |