www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი/HR
მომწოდებელი: ს მოტორსი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

"SMOTORS"-ი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის (HR) პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
დასაქმების ტიპი: მუდმივი
ხარისხი: ბაკალავრი
მისამართი: თბილისი, მ.გახოკიძის 4

კომპანია "SMOTORS"-ი 2001 წლიდან ახორციელებს საქართველოს ბაზრის მომარაგებას მაღალი ხარისხის ავტონაწილებით.

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კადრების მოზიდვისა და შერჩევის მეთოდების განსაზღვრა;
** შინაგანაწესის და კორპორატიული ქცევის კოდექსის შესრულების მონიტორინგი;
** კომპანიის საქმის წარმოების უზრუნველყოფა;
** სამუშაოს შესრულების შეფასების სისტემის ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავება;
** ტრენინგების საჭიროებების ანალიზი, დაგეგმვა და შედეგების შეფასება;
** მოტივაციის/წახალისების სისტემის შექმნა და მისი ეფექტურობის მონიტორინგი;
** შრომის ბაზრის პერიოდული ანალიზი;
** დაკავშირებული დეპარტამენტებისთვის/განყოფილებებისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნა)
** სასურველია ISO პროცედურებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** შრომისმოყვარეობა, ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი
** ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა
** კონფიდენციალურობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@smotors.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი

SMOTORS-ში ("სმოტორს") თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები SMOTORS - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |