www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ფაბრიკა 1900
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 14 დეკემბერი

"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს შესაფუთი მასალების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. შესაფუთი მასალა, რომელსაც კომპანია ქმნის, არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერტიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

კომპანიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: http://fabrica1900.ge/

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც ჩაერთვება შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამუშაო პროცესში და ვაცხადებთ ვაკანსიას, შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

თანამდებობის შესახებ:

** სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** ანაზღაურების ტიპი: მხოლოდ ფიქსირებული
** ანაზღაურების ოდენობა: 1500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

ძირითადი მოვალეობები:

** ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის მოძიება, შესყიდვა;
** არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** ახალი მომწოდებლების მოძიება;
** შესყიდული პროდუქციის მოწოდების პროცესის დაგეგმვა, კონტროლი;
** უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაციაში ჩართულობა;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვაში ჩართულობა:
** ფინანსური სამსახურისთვის ინვოისების მიწოდება;
** შესყიდული პროდუქციის განბაჟებისთვის დოკუმენტების შეგროვება/მომზადება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის ასახვა სამუშაო პროგრამაში (Dynamics 365 Business Central);
** კვალიფიკაციის შესაბამისად შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამუშაო პროცესში სხვა სახის ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იდენტურ პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება (წარმოებაში, სამშენებლო სფეროში იდენტურ თანამდებობაზე მუშაობა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად);
** უმაღლესი განათლება, სასურველია, ეკონომიკის/ბიზნესის მიმართულება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი კომუნიკაცია - B1 დონე);
** MS Office (განსაკუთრებით EXCEL)-ში მუშაობის გამოცდილება;
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროისა და შესასრულებელი დავალებების ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო, გამოწვევებით სავსე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან თანამშრომლობასა და განვითარების შესაძლებლობას;
** სტაბილურად კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ტრანსპორტირებას თბილისიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით;
** სატელეფონო ხარჯის დაფარვას;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;
** კვებას;

ჩვენთან შერჩევის ეტაპები ამგვარია:

** ორეტაპიანი გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;
** გამოსაცდელი ვადა (3 თვე);

თუ ჩვენთან არსებული ვაკანსია თქვენთვის საინტერესოა და მიიჩნევთ, რომ აკმაყოფილებთ თანამდებობისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, 14 დეკემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@Fabrica1900.ge

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მნიშვნელოვანია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - შესყიდვების სპეციალისტი.

კომპანიის ან ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე -595222774

"ფაბრიკა 1900" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |