www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

კომპანია "ბარაქა" რომელიც ოპერირებს საქართველოში აგრო ბიზნესში და ლიდერია მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალების, ბიო პრეპარატების, საზომი ხელსაწყოებისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტში, ბარაქას პროფესიონალთა გუნდი მსოფლიო აგრობიზნესის წამყვანი ბრენდების პროდუქციას გთავაზობთ. ამასთან ერთად, აგროტექნიკის, აგროსერვისის, სფეროს ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების შესახებ მუდმივად გაწვდით სანდო ინფორმაციას.

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 27 წამყვან აგროპროდუქციის მწარმოებელთან და ვთავაზობთ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის სასუქებს, პესტიციდებსა და სათესლე მასალას.

ჩვენი გამოცდილი აგრონომები კი, მუდამ მზად არიან აგრარულ სფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში დაეხმარონ ფერმერებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

კომპანია "ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, ამჟამად ფლობს 7 ქსელურ აგრომაღაზიასა, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში და გეგმავს 14-მდე გაზარდოს აგრომაღაზიათა რიცხვი.

ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში.

გვიხილეთ:

** Facebook-ზე: https://www.facebook.com/Baraka.Georgia
** Youtube-ზე: https://https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
** ვებ-გვერდზე: https://www.baraka.ge

ვეძებთ ახალთ თანამშრომლებს აგრონომის პოზიციაზე რეგიონში: მარნეული, ლაგოდეხში თელავში, საგარეჯო, გურჯაანი, კაჭრეთი, ყვარელი, ზუგდიდში, კასპი, ქარელი, გორი, ქუთაისი და სხვა საქართველოს რეგიონებშიც.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს წარმატების მიღწევის დიდი სურვილი და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი. ასევე სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში განვითარების ინტერესი.

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც აქტიურად ჩართული იქნება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. კანდიდატს უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო უმაღლესი განათლება და კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, გუნდის მართვის გამოცდილება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოლაპარაკების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, აუცილებელია აგრონომის პოზიციაზე მუშაობის 2 წელზე მეტი გამოცდილება; აუცილებელია ფლობდეს ინგლისურ ენას, ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Word, Excel, PowerPoint, Outlook)

ბარაქა დასაქმებულს სთავაზობს სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, პროფესიული განვითარების პერსპექტივას, უცხოეთში კვალიფიკაციის ამაღლებას, ხელფასი 1000-დან 5000 ლარის (NET) ფარგლებში კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად და დამატებით საბონუსე სისტემას.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** საწვავის ლიმიტი და ყოველთვიურად მანქანის ცვეთის თანხა
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
** მოჭრილ ხელფასს და მუდმივად მზარდი ბონუსის გამომუშავების პერსპექტივას
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

სამუშაო ადგილია: საქართველოს რეგიონები, სათავო ოფისი ქ. თბილისი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია და შესაძლოა ხანმოკლე მივლინებები უცხოეთში (კომპანიის ხარჯზე).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე, შაბათი და კვირა დასვენების დღეებია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@Baraka.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "აგრონომი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |