www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

"თეგეტას" გუნდში ფინანსურ ანალიტიკოსს ვეძებთ.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=523

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
დასაქმების ტიპი: მუდმივი
ხარისხი: ბაკალავრი

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. "თეგეტას" მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში ჩართულობა;
** სტრატეგიული პროექტების ფინანსური მოდელირება და განსხვავებული სცენარების ანალიზი;
** ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა;
** დაგეგმილ ბიუჯეტსა და ფაქტობრივ დანახარჯებს შორის გადახრების ანალიზი;
** კომპანიის ყოველკვირეული/ყოველთვიური ფულადი სახსრების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და მონიტორინგი;
** სხვადასხვა ფინანსური რეპორტების მომზადება;
** სხვა უშუალო უფროსის მიერ დაინიცირებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები / ბიზნეს ადმინისტრირება / ეკონომიკური).
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით ექსელის) უმაღლეს დონეზე ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა

ჩვენ დაგახვედრებთ:

** პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც.
** შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

იმედია მალე შევხვდებით,
საუკეთესო სურვილებით, "თეგეტა".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |