www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ეკობერი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

კომპანია "ecober", რომელიც აერთიანებს რამდენიმე საერთაშორისო ბრენდს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია და მოვალეობები:

** ბაზარზე მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგი და კონკურენტების შეფასება (ფასები, სერვისები);
** პარტნიორი კომპანიებისთვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკებების წარმოება;
** ახალი კორპორაციული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა და საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი პირობების შეთავაზება;
** გაყიდვების გუნდის განვითარების სტრატეგიაში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.
** მართვის მოწმობა B კატეგორია და საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.

უნარები:

** გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** უკუკავშირისადმი ღიაობა;
** პრობლემებზე სწრაფად რეაგირებისა და მათი გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
** ანალიტიკური უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ცვლილებების მიმართ ადაპტირებულობა.
** აქტიური და ყურადღებიანი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას 1500-2000 ლარი, გამოცდილების მიხედვით.
** კომფორტულ და მოქნილ სამუშაო გარემოს
** ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს
** სამუშაო განაკვეთი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ. ფოსტაზე: teona.nozadze@ecober.com და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |