www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი
მომწოდებელი: iTechnics
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კომპანია "iTechnics"-ი, ჩვენთან სამუშაოდ იწვევს ყველას, ვისაც სურს გახდეს 21-ე საუკუნის ყველაზე პოპულარული ბრენდის გუნდის წევრი.

მიმდინარე ვაკანსიები: ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
დასვენება: კვირაში 2 დღე
შემოსავალი ფიქსირებული: 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** ონლაინ რეჟიმში ჩართულ კამერებთან მუშაობა
** ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი
** მაღაზიაში, მომსახურების ხარისხის და პროცესის კონტროლი
** დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ფიქსაცია/დაარქივება.

პროფესიონალს უნდა ჰქონდეს:

** შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სისხარტე და ოპერატიულობა;
** ლოგიკური საკითხების გადაწყვეტის უნარი;

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში;
** Apple-ის პროდუქციასთან მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ შეგასწავლით:

** Apple-ის ტექნიკის და აქსესუარების შესაძლებლობებს;
** გაყიდვების ხელოვნებას;
** კლიენტთან მომსახურების ფსიქოლოგიას;
** უშუალო მოვალეობასთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციას.

უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

თუ თქვენ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც მუდმივ რეჟიმში ზრუნავს მეგობრული გარემოს შექმნაზე, თანამშრომლების მოტივირებაზე, მათ სწავლება განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოაგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@itechnics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"აიტექნიკსში" გელოდებათ გუნდი, რომელიც ყველანაირ ნეგატიურ სტერეოტიპს დაგიმსხვრევთ სამსახურზე და შეგიქმნით სასიამოვნო გარემოს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "iTechnic"-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.

"iTechnics" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |