www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: VIVO Medical Group
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

"ვივო მედიქალ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება"Vivo Medical Group" დაფუძნდა. ჯგუფი აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო, ჟორდანიას კლინიკა.

ჯგუფის ქვეშ გაერთიანებულ კლინიკებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2000 ადამიანამდეა.

"Vivo Medical Group"-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას, შემდგომ კი ზრუნვას მათ კარიერულ განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფრაისინგის პროცესში მონაწილეობა;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური რეპორტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სავალდებულოა MS Excel-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა - B1.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

მისამართი: დიღომი, ჩაჩავას N 1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 დან - 18:30 მდე.
ანაზღაურება: 800-1000 ლარი (Net)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფინანსური ანალიტიკოსი".

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე, კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |