www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფარმაცევტ-ოპერატორი
მომწოდებელი: თნთფარმა
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

ფარმაცევტული კომპანია "TNTPHARMA+" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტ-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: სრული (შაბათი დღე ნახევარი განაკვეთი, დასვენება კვირა)
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
ანაზღაურება: კონკურენტული ფარმაცევტულ ბაზართან მიმართებაში ფიქსირებული + საბონუსე შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო საუბრის წარმართვა პოტენციურ მყიდველთან, გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება
** კომპანიაში არსებული პროდუქტების ცოდნა
** კომპანიაში გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
** კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა
** გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელთან ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება
** სასურველია ჰქონდეს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭება რუსული ენის მცოდნე კანდიდატს.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** თავაზიანობა, გულისხმიერება
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: infotntpharma@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |