www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერაციების მენეჯერი, ტრენერი
მომწოდებელი: mRecords
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

ვინ ვართ ჩვენ:

"mRecords" არის სამედიცინო პლატფორმა პაციენტის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. პლატფორმა საშუალებას აძლევს პაციენტებს ჰქონდეთ საკუთარი სამედიცინო ჩანაწერები მათ პერსონალიზებულ ანგარიშზე და მიიღონ სამედიცინო სერვისები ონლაინ, სახლში ან კლინიკებში.

აღნიშნული პოზიცია ეხება ოპერაციების მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს თბილისში. როგორც სერვისისა და ოპერაციების მენეჯერი, თქვენ პასუხისმგებელი იქნებით იმუშაოთ ჩვენს პარტნიორ კლინიკასთან, მართოთ ოპერაციები და იმუშაოთ საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

სამუშაოს აღწერა

** პარტნიორი ორგანიზაციის თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდის პროაქტიული ხელმძღვანელობა; ადგილზე გუნდთან მუშაობა, რათა მათ შეძლონ პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და ბიზნესის განვითარება
** ეფექტური თანამშრომლობა ექიმებთან და ექთნებთან, მათი მოტივირება შედეგის მისაღწევად. ასევე სხვადასხვა აქტივობები კომპანიის ცვალებადი საჭიროებების მიხედვით
** KPI-ების რეგულარული მონიტორინგი, პროექტის გუნდთან ერთად ტენდენციების იდენტიფიცირება და ნებისმიერი უარყოფითი ტენდენციის ან პრობლემის გადასაჭრელი გზების სწრაფად მოძებნა
** ყოველკვირეული პროცესების/მუშაობის შეჯამება და მიმოხილვა თანამშრომლებთან ერთად, იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა განავითარონ თავიანთი როლი
** მკაფიო მიზნების და მოლოდინების დასახვა, სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება
** სამედიცინო პროფესიონალებთან ერთად სერვისების შექმნა და განვითარება მომხმარებელთა მიმდინარე და პოტენციური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად
** ოპერაციებს გაფართოება და გაზრდა, ორგანიზაციის პერსონალის და ახალი სერვისების ჩათვლით
** მომსახურების პოტენციური გაუმჯობესების შეფასება და დანერგვა
** სტრატეგიული ინიციატივების პრეზენტირება კომპანიის მენეჯმენტთან და უშუალოდ პროექტის გუნდთან

გამოცდილება და უნარები:

** პროექტის ან კომპანიის ხელმძღვანელობის წარმატებული გამოცდილება ოპერაციული და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად
** გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში და კლინიკის საოპერაციო საქმიანობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** გადაწყვეტილების მიღებისა და მიზნებისთვის მონაცემების მოძიება, ორგანიზება და მანიპულირება
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები, მაღალი დონის რეპორტინგის გამოცდილებით
** მოქნილ გარემოში მუშაობის გამოცდილება, სადაც საჭიროა სწრაფად უპასუხოთ ცვალებად ბიზნეს საჭიროებებს
** თანამშრომლების მართვის, მოტივირებისა ტრენინგის გამოცდილება
** დელეგირების წარმატებული გამოცდილება შედეგის მისაღწევად
** ძლიერი ანალიტიკური უნარები

-------------

ვინ ვართ ჩვენ:

"mRecords" არის სამედიცინო პლატფორმა პაციენტის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. პლატფორმა საშუალებას აძლევს პაციენტებს ჰქონდეთ საკუთარი სამედიცინო ჩანაწერები მათ პერსონალიზებულ ანგარიშზე და მიიღონ სამედიცინო სერვისები ონლაინ, სახლში ან კლინიკებში.

ვაკანსია ეხება ტრენერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს თბილისში. თქვენ პასუხისმგებელი იქნებით იმუშაოთ ჩვენს პარტნიორ კლინიკასთან, ჩაატაროთ ტრენინგი სამედიცინო პლატფორმის გამოყენებისთვის კომპანიის თანამშრომლებისთვის, ექიმების, ექთნებისთვის და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

სამუშაოს აღწერა:

** პარტნიორი ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის ტრენინგის ჩატარება და შემდგომი მხარდაჭერა მომსახურების სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად, მათ შორის კომუნიკაციის ტრენინგი და გაყიდვების ტრენინგი.
** ტრენინგის საჭიროებების კვლევასა და ანალიზში მონაწილეობა - რეკომენდაციების შემუშავება და შეთავაზების პროგრამების შექმნა;
** ტრენინგის მონაწილეთა წინასწარი და შემდგომი შეფასების პროცესის მართვა, შეფასების საჭირო ინსტრუმენტების შემუშავება/მიწოდება (ტესტირება ან სხვა მეთოდური შეფასება);
** ტრენინგის შედეგების ანალიზი და შეფასება; შესაბამისი ანგარიშების მომზადება. ეფექტურობის ანალიზის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში სწავლების მეთოდი და სასწავლო მასალების ცვლილება
** ანგარიშების მომზადება და მათი რეგულარულად წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება მის საქმიანობას.
** პოტენციური გაუმჯობესების მუდმივი შეფასება
** თანამედროვე სწავლების საუკეთესო პრაქტიკის ძიება, ინოვაციური მეთოდების დანერგვა და ტრენინგის მოდულების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;

გამოცდილება და უნარები:

** ძლიერი კომუნიკაციისა და ვერბალური უნარ-ჩვევები
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები, რეპორტების მომზადების გამოცდილება
** მოქნილ გარემოში მუშაობის გამოცდილება, სადაც თქვენ სწრაფად უპასუხეთ ცვალებად ბიზნეს საჭიროებებს
** ძლიერი ანალიტიკური უნარები
** გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში არის პლუსი
** წინასწარი ტრენინგის გამოცდილება არ არის სავალდებულო, მაგრამ ჩაითვლება პლუსად
** საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Visio, Access და ა.შ.)

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: tamunnapruidze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"mRecords" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |