www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იატაკის საწმენდი მანქანების ტექნიკოსი
მომწოდებელი: ჰორეკა
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

შპს "ჰორეკა" აცხადებს ვაკანსიას იატაკის საწმენდი მანქანების ტექნიკოსის პოზიციაზე.

კომპანია "ჰორეკა" 2008 წლიდან აქტიურად ახორციელებს ევროპული ბრენდების (Tork, Tana, Columbus, Spring Air) ჰიგიენური საშუალებების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით და თანამშრომლობს კორპორატიულ კლიენტებთან.

ძირითადი მოვალეობები:

** მანქანა-დანადგარების სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** მანქანა-დანადგარების და კომპონენტების შემოწმება, რათა დადგინდეს დაზიანებები და დეფექტები;
** გამოვლენილი ტექნიკური პრობლემების ლიკვიდაცია (დაზიანებული დეტალების აღდგენა ან/და შეცვლა);
** მანქანა-დანადგარების მუდმივი მონიტორინგი ობიექტების მიხედვით;
** სათადარიგო ნაწილების ნაშთის კონტროლი;
** პრობლემის დროული და ხარისხიანი ლიკვიდაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი/ტექნიკური განათლება;
** ელექტრულ მონტაჟზე მუშაობის გამოცდილება (შერჩევისას მიენიჭება უპირატესობა);
** სასურველია გამოცდილება მანქანა/მანქანა-დანადგარების ელექტრონულ-ტექნიკურ საკითხებში;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
** მართვის მოწმობა: B კატეგორია

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო დრო: არანორმირებული
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი (შეთანხმებით)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@horeca.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |