www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: მინიმარტს
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "მინიმარტს" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, "ჰუალინგი ზღვის პლაზა"
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქციები და მოვალეობები:

** მიღებული პროდუქციის დაცლა, მიღება და დასაწყობება საწყობის ტერიტორიაზე;
** დასაწყობებული პროდუქციის ჩატვირთვა სატრანსპორტო საშუალებებში;
** დისტრიბუციის ქსელიდან შემოსული მოთხოვნის საფუძველზე პროდუქციის გამზადება;
** პროდუქციის გაცემისთვის საჭირო დოკუმენტების გამზადება;
** საწყობში პროდუქციის აღწერა;
** საჭიროებისამებრ, ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია საწყობში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Excel-ის ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@minimarts.ge წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ გასაუბრებაზე.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მინიმარტს"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

შპს "მინიმარტსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |