www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომუნიკაციების და გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კინგსი საქართველო
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

თუ ჯერ 25 წლისაც არ ხარ და 15 წლიან სამუშაო გამოცდილებას გთხოვენ, თუ შენი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ გეძლევა, მაშინ ყურადღებით წაიკითხე ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციის შესახებ და იქნებ შენ იყო ის, ვინც ეს ადგილი უნდა დაიკავოს.

"კინგსი" საქართველო საერთაშორისო საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2012 წელს დაარსდა და, თავდაპირველად, საგნობრივი ოლიმპიადებს უწევდა ორგანიზებას. 3 წელიწადში "კინგსის" აქტივობების მასშტაბმა ასი ათას (100000) მოსწავლეს გადააჭარბა საქართველოში.

"კინგსი" აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, მედეა ჩახავას 9.
** სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი. (დღეში 6-საათი)
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: არსებული პროექტებიდან გამომდინარე.

ჩვენ ვეძებთ:

** მოტივირებულ;
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელურ ადამიანებს.

ძირითადი მოთხოვნა-მოვალეობები:

** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** გამავალი ზარების მეშვეობით პროდუქტის შეთავაზება და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** მომხმარებელთან კმაყოფილების შენარჩუნება;
** ლოგიკური აზროვნება;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@odisea.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |