www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის სარეკლამო სტრატეგი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 2 დეკემბერი

შპს "პსპ ფარმა" აცხადებს სოციალური მედიის სარეკლამო სტრატეგის ვაკანსიას ქალაქ თბილისში.

ფუნქცია - მოვალეობები:

** PSP-ს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდების კონტენტის დაგეგმვა თვიურ და ყოველკვირეულ ჭრილში კატეგორიების მენეჯერებთან შეთანხმებული აქტივობების გეგმის მიხედვით;
** ხარისხიანი კონტენტის შექმნის უზრუნველყოფა დიზაინერთან, ქოფირაითერთან, შესაბამის კატეგორიის მენეჯერთან ერთად, შეთანხმებული გაიდლაინების მიხედვით;
** კონტენტის დროულად განთავსება, სწორი ტარგეტირება და შესაბამისი წონით დაბუსტვა;
** თითოეული პოსტისა და სთორის შემთხვევაში დაგეგმილი რიჩის და ინგეიჯმენტის მიღება;
** ინბოქსსა და აუთბოქსში კომენტარებზე ხარისხიანი პასუხებისა და დროულობის უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური ანალიტიკური რეპორტის წარდგენა მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგი/სოციალური მედიის ან მომიჯნავე სფეროებში;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;

პიროვნული თვისებები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** გამართული წერითი უნარი;
** სოციალური მედიის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2 დეკემბერი, 2022 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |