www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რითეილ გაყიდვების რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას რითეილ გაყიდვების რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული ფილიალების მართვა და მონიტორინგი;
** მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების უზრუნველყოფა;
** სტრატეგიების დასახვა მომხმარებლის მოსაზიდად, მომგებიანობის გაზრდის და საგამოფენო დარბაზებში გამტარობის ამაღლების მიზნით;
** ბაზრის მონიტორინგი (კატეგორიის მიხედვით) და კონკურენტების კვლევა (ასორტიმენტი, ფასი და ა.შ.);
** ასორტიმენტის მართვა და ნაშთების კონტროლი;
** საგამოფენო დარბაზებში სივრცის სწორად ორგანიზება;
** გეგმის შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების ინიცირება-დაგეგმვა- განხორციელება;
** პროდუქციის მიღება-გაცემა-განთავსების და გაყიდვის პროცესის უწყვეტობის მონიტორინგი;
** მარკეტინგის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტიპის აქციებში ჩართულობა;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მზაობა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

სასურველი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება - შეთანხმებით;
** სამუშაო გრაფიკი - სრული;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2022 წლის 18 დეკემბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ "რითეილ გაყიდვების რეგიონული მენეჯერი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |