www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კოორდინატორი
მომწოდებელი: ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკა
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

"ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა - ვაკე, ი. აბაშიძის 65
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00 ან 11:00-19:00
ანაზღაურება - 650 ლარი

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტების დაკვალიანება პირველადი ინფორმაციის მიწოდებით;
** პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
** პაციენტთა რიგის მართვა;
** აფთიაქში არსებული მედიკამენტების რეალიზაცია (საჭიროების შემთხვევაში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი (სასურველია ფარმაციის მიმართულებით);
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველება ქართულად;
** უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ინგლისური ან რუსული)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კოორდინატორი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |