www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: რუმბოქსი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

"რუმბოქსის" და "ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე!

"ROOMBOX" აწარმოებს საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროს ნომრებს და საოფისე ფართებს საზღვაო სატვირთო კონტეინერებისგან. კომპანიამ მიზნად დაისახა ქართულ რეალობაში კონტეინერის სახლების პოპულარობის ზრდა.

გარდა ესთეტიკური და ვიზუალური მიმზიდველობისა, რუმბოქსის მოდულები ტურიზმის სექტორით დაინტერესებული პირებისთვის საინტერესო ალტერნატივას წარმოადგენს.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://roombox.ge

"Blue Waters" მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ამ მიმართულებით ბლუ უოთერსი საქართველოში წარმოადგენს ისეთ ცნობილი და გამოცდილ კომპანიებს როგორიცაა TRAIDENIS, Eurobion, Ecolos და SANI.
ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://bluewaters.ge

ჩვენი ამჟამინდელი მიზანია ბიო-გამწმენდი დანადგარების მიმართულებით ავითვისოთ ახალი ბაზრები (აზერბაიჯანი, სომხეთი), ხოლო ROOMBOX-ის მიმართულებით შევქმნათ დამატებითი ობიექტები სასტუმრო ბიზნესისთვის.

ჩვენი კომპანიის ფასეულობები:

** კარიერული განვითარების სურვილი
** სისწრაფე და მოქნილობა
** არასოდეს დანებდე
** ყოველთვის ისწრაფე განვითარებისკენ, ყოველ წუთს
** სრული პასუხისმგებლობა ყოველ სიტყვასა და მოქმედებაზე
** მიიყვანე ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე
** იყავი ყოველთვის პოზიტიური და კრეატიული

Რა უნდა გააკეთო:

** სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** სოციალურ ქსელებში ეფექტური რეკლამის განთავსება;
** სოციალური მედიისთვის პოსტების მომზადება;
** ბლოგის მომზადება;
** სოციალური ქსელების (Facebook, LinkedIn, Instagram, youtube და ა.შ.) გვერდების მართვა და განახლება, ხარისხიანი კონტენტის შექმნა და განთავსება მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სოციალური არხების ანალიტიკა და რეპორტინგი.
** ვებ გვერდის მართვა;
** ვებ გვერდისათვის საჭირო მასალის მომზადება და განთავსება;

რა პირობებს გთავაზობთ:

** თვეში 2-ჯერ გადახდის შესაძლებლობა
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** კოორდინირებული მუშაობა გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად
** კორპორაციული ნომერი და უფასო სასაუბრო დრო
** ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაო განრიგი და ანაზღაურება:

** 5 სამუშაო დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე. (ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით)
** ანაზღაურება: 1000-1500 ლარი
** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://forms.gle/iLvU4PV7CuYZMJYn9

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |