www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო სეფია
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

სასტუმრო "სეფია" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 700 ლარი
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი
მისამართი: თბილისი, შ. ღამბაშიძის ქ.5

მოვალეობები:

** სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება
** ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით
** ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელ-ფოსტით, ასევე სასტუმროს ვებ გვერდის მეშვეობით
** ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და Booking.com-ზე
** შემოსული სატელეფონო ზარების და ელ. ფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
** სასტუმროს პროცედურების და სტანდარტების კარგად ცოდნა
** ნომრების მზადყოფნის კონტროლი

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი

პიროვნული თვისებები:

** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მეშვეობით: sales@sephiahotel.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |