www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი სტენდების შესყიდვაზე
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
თანდართული ფაილი: 19294_tender_lomisi_stands_7134963.zip
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 2 დეკემბერი

ს.ს. "ლომისი"/"ლუდსახარში ნატახტარი" აცხადებს ტენდერს:

** ნომრით #- EF-GE/631
** დანიშნულება: სტენდების შესყიდვა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ: ტენდერის სააპლიკაციო ფორმა.

დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:

** შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ტენდერის პირობები:

** მომწოდებელი არ არის ვალდებული შეთავაზება გააკეთოს სატენდერო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილ ყველა პოზიციაზე.
** მოწოდების ვადები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეკვეთის შესაბამისად. თუმცა აღნიშნული ვადები უნდა იყოს გონივრული.
** სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
** სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
** ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
** გვჭირდება მაღალი სტენდები
** გვჭირდება დაბალი სტენდები (ერთ სართულიანი)

ფასი წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ რაოდენობებზე:

** 300
** 500
** 700
** 1000

სტენდების შეკვეთა მოხდება პერიოდულად, წლის განმავლობაში. სტენდები უნდა იყოს მსუბუქი, უნდა უძლებდეს სიმძიმეს და იყოს მარტივად გადასაბრენდი.

გთხოვთ იხილოთ თანდართული ნიმუშები.

დამატებითი ინფორმაცია:

** მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
** შემოთავაზების მიღება იწყება 18.11.2022 - 09:00.
** შემოთავაზების მიღება მთავრდება 02.12.2022 - 18:00.
** შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

სალომე ძმანაშვილი
ელ. ფოსტა: salome.dzmanashvili@ge.anadoluefes.com tenders@ge.anadoluefes.com
საკონტაქტო: 598 89 10 03
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |