www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ბიოქიმფარმი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

"ბიოქიმფარმი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

"ბიოქიმფარმი" ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე 1999 წელს და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, "ბიოქიმფარმის" მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.

კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://biochimpharm.ge/ ან ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/biochimpharm

პასუხისმგებლობები:

** საწყობში ტვირთის მიღება და კონტროლი;
** პროდუქტის სატვირთო მანქანაში განთავსება შესაბამისი ხელსაწყოების გათვალისწინებით;
** ტვირთის მიღების და გაშვების დროის კონტროლი და შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება;
** შეკვეთის მომზადება გადაზიდვისთვის;
** საქონლის მართვისთვის შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენება;
** სხვა განყოფილებებთან შეთანხმებული მოქმედება და განყოფილებების საჭირო მასალებით მომარაგება;
** ინვენტარის კონტროლი და მაღალი ხარისხის სტანდარტების შენარჩუნება;
** კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) და კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) დაცვა;
** რეგულარული დასუფთავების გრაფიკში მონაწილეობა დადგენილი დასუფთავების SOP-ების მიხედვით;
** საწყობში გარემო პირობების მონიტორინგი შესაბამისი სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესაბამისად.

კვალიფიკაცია:

** სასურველია ფარმაცევტულ საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** მძიმე საგნების აწევის უნარი;
** საშუალო სკოლის დიპლომი;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@geophage.ge და გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |