www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური ინჟინერი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

"მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ინჟინრის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1500-1800

ფუნქცია-მოვალეობები:

** ელ.მოწყობილობების მონტაჟი, აწყობა, გამოცდა და ტექნიკური მომსახურება;
** ელ.მოწყობილობების შეკეთება, ექსპლუატაციის რეკონსტრუქციისა და ახალი ელ.მოწყობილობების განვითარებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავება;
** მასალების, სათადარიგო ნაწილების და აღჭურვილობის შეძენისათვის აუცილებელი გათვლები და განაცხადების შედგენა;
** საოფისე ინვენტარის ინსტალაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
** ტექნიკური მომსახურების გაწევა როგორც ადგილზე, ასევე ობიექტებზე გასვლით;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური ინჟინერიის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია);

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/madartgeorgia

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 18 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge. გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |