www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 2 დეკემბერი

სს "ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე ი. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.

"სს ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მოსკოვის გამზირი, ქინძმარაულის I შესახვევი, #1.

განყოფილება და გრაფიკი:

** კარდიოლოგიის განყოფილება - 8 სთ გრაფიკი, კვირაში 5 დღე
** სტერილიზაციის ექთანი - 16 სთ ან 24 სთ მორიგეობები
** გადაუდებელი მედიცინის განყოფილება - 8 სთ გრაფიკი, კვირაში 5 დღე
** ნეონატოლოგიური კრიტიკული მედიცინა - 8 სთ გრაფიკი, კვირაში 5 დღე
** პედიატრიის ექთანი: 24 საათიანი მორიგეობა

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** საექთნო დოკუმენტწარმოება;
** შიდა უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:

** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
** უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა VII სემესტრიდან;
** პროფესიული კოლეჯის ბებია-ქალის დიპლომი 3 წლიანი სტაჟის შემთხვევაში ექთნის პოზიციაზე, ან გადამზადების სერთიფიკატი.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 02 დეკემბერი, 2022 წელი.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/-eqtani-bokerias-hospitalshi/604

"ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |