www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: მედკაპიტალი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.

პოზიციის დასახელება: ექიმის ასისტენტი
ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს აღწერა:

** პაციენტების რიგის მართვა;
** ექიმის მიერ მოთხოვნილი საჭირო დოკუმენტაციის მოძიება, შეკრება და მიწოდება;
** ექიმის მიერ ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ გამოკვლევებისთვის და ვიწრო სპეციალისტის კონსულტაციაზე გაცემული მიმართვის გამოწერა;
** ექიმისთვის სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების მოძიება;
** პაციენტის ისტორიისა და კურსუსის შევსება ექიმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
** ექიმის მითითებით პაციენტებთან დაკავშირება დაავადებაზე მეთვალყურეობის მიზნით;
** ექიმის მხარდაჭერის უზრუნველყოფა ყველა სახის ტექნიკურ საკითხებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული/უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;

სხვა უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეების ათვისების უნარი;
** ლოგიკურად აზროვნების უნარი;
** მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@Medcapital.ge, 2022 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.

წარმატებას გისურვებთ!

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მედკაპიტალი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |