www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს დამლაგებელი
მომწოდებელი: მწვანე ბანაკი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

საბავშვო სეზონური ბანაკების ორგანიზატორი კომპანია "მწვანე ბანაკი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დამლაგებლის პოზიციაზე, გუდაურში.

სასტუმრო "აბუ", სამ სართულიანი მცირე ზომის სასტუმრო, 16 ოთახი. 55-60 მაცხოვრებელი, მათ შორის, 45 არასრულწლოვანი, 7-16 წლის მოზარდი.

მოვალეობები:

** სასტუმროს დალაგება-დასუფთავება, მცირე რაოდენობის სამოსის დარეცხვა
** მუშაობა მეწყვილესთან ერთად
** ოთახების დალაგება დღეში ერთხელ, სველი წერტილების ჩათვლით
** საერთო სივრცის დასუფთავება საჭიროებისამებრ
** სასადილოს დალაგება დღეში 3-ჯერ კვების შემდეგ
** სასტუმროს კაპიტალური დალაგება თვეში 3-ჯერ

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
** ბავშვებთან კომფორტულად ურთიერთობის უნარი

ბავშვების მეთვალყურეობა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა მოვალეობებში არ შედის!

პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება:

** 3-ჯერადი კვებით
** საცხოვრებლით ამავე სასტუმროში
** ტრანსპორტირებით თბილისი-გუდაური-თბილისი

ვაკანტური ადგილი : 2
სამუშაო ადგილი : გუდაური
სამუშაო პერიოდი : 23 დეკემბერი - 25 მარტი ანაზღაურება: 4000₾
დასვენება: კვირაში ერთი დღე - სრული 24 საათი.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ელ. ფოსტაზე: greencamp.mtsvanebanaki@gmail.com ან ტელეფონის ნომერზე: 591061116



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |