www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სპეციალისტი
მომწოდებელი: მეტროლოგი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

შპს "მეტროლოგი" აცხადებს კონკურსს დაკალიბრება/დამოწმების ლაბორატორიებში სპეციალისტის/თანამშრომლის ვაკანსიაზე.

სამუშაო მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია ტექნიკური განხრით;
** მუშაობის გამოცდილება - გაზომვის საშუალებებთან, მოწყობილობებთან, ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილების არსებობა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** უკონფლიქტო;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** წესრიგის მოყვარული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის გაზომვის საშუალებების (მათ შორის მექანიკური, ელექტროტექნიკური და სხვა სახის ხელსაწყოების) შემოწმება/დაკალიბრება არსებული პროცედურების მიხედვით. შესაბამისი ჩანაწერების წარმოება.
** ტექნიკური სახის ლიტერატურასთან მუშაობა.

სამუშაო პირობები:

** ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება შესასრულებელი საქმიანობის შესწავლა.
** სამუშაო გრაფიკი: სრული ან არასრული (შეთანხმებით) განაკვეთი.
** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, პერიოდული მივლინებებით შესასრულებელი ხელშეკრულებების მიხედვით.

გთხოვთ, მიუთითოთ გაქვთ თუ არა მსუბუქი ა/მანქანის მართვის მოწმობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: nmachitidze@yahoo.com.

გთხოვთ, დროულად გამოაგზავნოთ თქვენი CV, ვინაიდან კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს შემოსული განაცხადების მიხედვით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |