www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საქართველოს ოფისის დირექტორი
მომწოდებელი: ბოქსეტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

შპს "ბოქსეტ ჯორჯია" არის საერთაშორისო ლოგისტიკური ჯგუფის, "Boxette Fulfillment and Logistics", წევრი.

ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სასაწყობე სერვისებს ამერიკაში, ევროპასა და აზიაში, ასევე ტვირთებისა და ამანათების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი კომპანია წარმოდგენილია საკუთარი ოფისებითა და წარმომადგენლობებით მსოფლიოს 7 ქვეყანაში. ჩვენი ქსელი მუდმივად იზრდება და ვითარდება.

"ბოქსეტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საქართველოს ოფისის დირექტორის პოზიციაზე.

ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაუძღვება საქართველოს ოფისის საქმიანობას, გაზრდის მას და განავითარებს დასახული სტრატეგიის მიხედვით. წარმატებული კანდიდატი უნდა იყოს აქტიური ცხოვრების წესის, მიზანდასახული, ეფექტური, ხალხის მართვის უნარების მქონე ახალგაზრდა. იგი უნდა იყოს ინიციატივიანი და ეფექტური მენეჯერი, რომელიც შეძლებს მცირე ზომის კომპანია გარდაქმნას მსხვილი ზომის კომპანიად და გაუძღვეს მას.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, როდესაც გინდა, რამდენიც გინდა, მთავარია შედეგი იყოს.
** ადგილმდებარეობა: თბილისი.
** ხელფასი: საწყისი 5500 ლარი + ბონუსი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის გუნდის მართვა და მოტივირება
** სტრატეგიული პროექტების მართვა
** პროდუქტების შექმნა, დახვეწა, არსებულების ცვლილება
** IT პროექტების მართვა
** მარკეტინგული პროექტების მართვა
** ფილიალების შერჩევა, მოწყობა, გახსნა
** ფინანსების მართვა, დაგეგმვა და ბიუჯეტირება
** საინვესტიციო პროექტების მომზადება
** ბანკებთან, დონორებთან, ინვესტორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა
** კლიენტებთან ურთიერთობა, პრობლემურ საკითხებში ჩართვა და მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სტრატეგიული პროექტების წარმატებული მართვის გამოცდილება
** IT პროექტების მართვის გამოცდილება
** მარკეტინგის გამოცდილება
** ქართული, ინგლისურ და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა როგორც წერილობით ისე სასაუბრო დონეზე.
** მოგზაურობის შესაძლებლობა, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ

კომპეტენციები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დისციპლინირებული, მაღალი დონის ბიზნეს ეთიკის ქონა

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტული ანაზღაურებას და ბონუსებს.
** კარიერული ზრდის პერსპექტივას
** კომპანიის შიგნით სხვადასხვა ახალ პროექტებში მონაწილეობის მიღების პერსპექტივა, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ.

შერჩევის ეტაპები: გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: mikheil.m@boxette.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |